საქართველოში დღეს, 9 ნოემბერს კორონავირუსით ინფიცირების 2 927 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 24 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 2 470
ინფორმაცია StopCov.ge-ზე განახლდა.
NCDC-ის მონაცემებით, ბოლო 24 საათში 5 843 PCR ტესტი ჩატარდა.
ამ დროისთვის ქვეყანაში ვირუსის 60 680 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 45 042 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა - 499.