logo
ENG



NCDC: საქართველოში კორონავირუსის 3473 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჩატარდა 10 314 PCR ტესტი

13 ნოე 202010:53
3 წუთის საკითხავი
 
NCDC: საქართველოში კორონავირუსის 3473 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჩატარდა 10 314 PCR ტესტი

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 3 473-ით გაიზარდა. ინფორმაცია StopCov.ge-ზე განახლდა. ბოლო 24 საათში, კორონავირუსით 37 ადამიანი გარდაიცვალა, ჩატარდა 10 314 PCR ტესტი. 

დღეს გამოვლენილი 3 473 შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 1 493 შემთხვევა, აჭარა - 448, იმერეთი - 513, ქვემო ქართლი - 190, შიდა ქართლი - 175, გურია - 55, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 287, კახეთი - 98, მცხეთა-მთიანეთი - 119, სამცხე-ჯავახეთი - 72, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 23.

პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 73 154-ს. ასევე, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 342 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 55 511-მდე.


close დახურვა