logo
ENG



NCDC: საქართველოში კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჩატარდა 2 940 pcr ტესტი

12 ოქტ 202010:12
3 წუთის საკითხავი
 
NCDC: საქართველოში კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჩატარდა 2 940 pcr ტესტი

საქართველოში კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა. ვირუსისგან განიკურნა 211 ადამიანი, 6 კი გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19 12 272 ადამიანს დაუდასტურდა. აქედან 6 538 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 91 დაიღუპა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 590 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836. 1 393 პაციენტი კოვიდ სასტუმროებშია მოთავსებული.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში 2 940 pcr ტესტი ჩატარდა.

 


close დახურვა