![w8coxhf8z4f2j8w.jpg](/uploads_script3/news/w8coxhf8z4f2j8w.jpg)
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 527-ით გაიზარდა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა. ბოლო 24 საათში 313 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 6 კი დაიღუპა.
NCDC-ს ცნობით, გუშინ, 8 ოქტომბერს, საქართველოში 9 605 PCR ტესტი ჩატარდა.
კარანტინის რეჟიმში 5574 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836. 1338 ადამიანი კოვიდ სასტუმროებში მკურნალობს.
ამ დროისთვის ქვეყანაში ვირუსის 10752 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 5866 პაციენტი განიკურნა, ხოლო 72 გარდაიცვალა.