NCDC-ის ცნობით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 1 784 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 39 ადამიანი კი ვირუსის შედეგად გარდაიცვალა.
ვირუსისგან განიკურნა 4 119 ინფიცირებული, ჩატარდა 14 421 ტესტი, მათგან 7 170 - ანტიგენის და 7 251 PCR ტესტი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 784 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 801 შემთხვევა,
- აჭარა-121,
- იმერეთი-281,
- ქვემო ქართლი-101,
- შიდა ქართლი-119,
- გურია-40,
- სამეგრელო - ზემო სვანეთი-140,
- კახეთი-110,
- მცხეთა-მთიანეთი-30,
- სამცხე-ჯავახეთი-31,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-10.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 17 791, საიდანაც, 5 701 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში-2 606, აჭარაში-528, იმერეთში-1 134. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 013 პირი, მათ შორის, თბილისში-501, აჭარაში-109, იმერეთში-234. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 379 პირი, მათგან თბილისში-195, აჭარაში-32, იმერეთში-74.
1 464 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 551-თბილისში, 647-აჭარაში, 110-იმერეთში.
10 626 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 396 ადამიანი, მათ შორის, თბილისში-182, აჭარაში- 116, ხოლო იმერეთში-13.