logo
ENG



NCDC: ლუგარის ლაბორატორიის სახელით ხალხს სთავაზობენ პრეპარატს კოვიდის პროფილაქტიკისთვის

25 ოქტ 202000:09
3 წუთის საკითხავი
clock 1808
klyxwm83usmdeu3.png

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ლუგარის ლაბორატორიის სახელით მოქალაქეებს ურეკავენ და სთავაზობენ პრეპარატს კორონავირუსის პროფილაქტიკისთვის, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.

როგორც ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მსგავსი ზარის შემთხვევაში მოქალაქეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა მიმართონ. 

"ბოლო პერიოდში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ლუგარის ლაბორატორიის სახელით ურეკავენ მოქალაქეებს და სთავაზობენ პრეპარატს, რომელიც რეკომენდებულია COVID-19-ით (კორონათი) დაინფიცირების შემთხვევაში და პროფილაქტიკისთვის.

გვინდა გაცნობოთ, რომ ზემოაღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი არანაირ მედიკამენტს არ უწევს რეკომენდაციას.

გთხოვთ, მსგავსი ზარების შემთხვევაში ნომერი, რომლიდანაც ზარი განხორციელდა გადასცეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს", – აღნიშნულია განცხადებაში. 


close დახურვა