ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 824 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 23 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 1 262.
მონაცემები StopCov.ge-ზე განახლდა.
NCDC-ის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში 8 589 PCR ტესტი ჩატარდა.
საერთო ჯამში, საქართველოში კორონავირუსი სულ 32 127 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა - 12 632, გარდაიცვალა - 238.