logo
ENG



NCDC: საქართველოში კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჩატარდა 9 605 PCR ტესტი

09 ოქტ 202010:53
3 წუთის საკითხავი
 
w8coxhf8z4f2j8w.jpg

საქართველოში კორონავირუსის ​შემთხვევათა რაოდენობა 527-ით გაიზარდა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა. ბოლო 24 საათში 313 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 6 კი დაიღუპა.

NCDC-ს ცნობით, გუშინ, 8 ოქტომბერს, საქართველოში 9 605 PCR ტესტი ჩატარდა.

კარანტინის რეჟიმში 5574 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836. 1338 ადამიანი კოვიდ სასტუმროებში მკურნალობს.

ამ დროისთვის ქვეყანაში ვირუსის 10752 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 5866 პაციენტი განიკურნა, ხოლო 72 გარდაიცვალა.

 


close დახურვა