logo
ENG



NCDC: სრულად ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 9,7%

21 აგვ 202113:55
3 წუთის საკითხავი
 
NCDC: სრულად ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 9,7%

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, 21 აგვისტოს მონაცემებით, სრულად ვაქცინირებულია 276 917 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 9,7%.

ამასთან, სულ ჩატარებულია 938 705 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 661 788 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 23,2%. 

ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები აცხადებენ, რომ საზოგადოებრივი იმუნიტეტის შესაქმენლად მოზრდილი მოსახლეობის სულ მცირე 60% უნდა აიცრას, თუმცა საქართველოში ვაქცინაციის ნელი ტემპებით მიმდინარეობს. 

აცრა მოქალაქეებისთვის 15 მარტს გახდა ხელმისაწვდომი. სპეციალისტები და ექსპერტები ამბობენ, რომ პროცესი გვიან დაიწყო, არ ჩატარდა შესაბამისი კამპანია, გარკვეული პერიოდის განმავლობაში კი ქვეყანაში ვაქცინის მარაგი არ იყო, რამაც საბოლოო ჯამში იმუნიზაციაზე იმოქმედა. 

დღეს 21 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსით 74 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყების დღიდან ეს გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 

დადასტურდა 4901 ახალი შემთხვევა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10,52%.


close დახურვა