logo
ENG



NDI-ის სადამკვირვებლო მისია მედიის წარმომადგენლებს ხვდება

21 თებ 202414:13
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/21/tephisxhvx8cgnw.jpg

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) სადამკვირვებლო მისია მედიის წარმომადგენლებს ხვდება.

შეხვედრაზე იქნებიან როგორც კრიტიკული, ასევე სამთავრობო მედიიდან.

დღევანდელ შეხვედრაზე მედიის წარმომადგენლები ისაუბრებენ ქვეყანაში არსებულ მედიაგარემოზე, ასევე აქცენტი გაკეთდება ჟურნალისტების უსაფრთხო გარემოში მუშაობის აუცილებლობაზეც.

ფორმულას დირექტორის მოადგილის, გიორგი თარგამაძის თქმით, საუბარი ასევე შეეხება ტელევიზიებში პოლიტიკურ დებატებს, ოპოზიციისა და მმართველი პარტიის მონაწილეობით.

"ჩემი პირველი რჩევა და თხოვნა რაც იქნება ჩვენი დასავლელი პარტნიორებისადმი, რომ მათი შეფასებები იყოს თანმიმდევრული, პერიოდული, საიმისოდ, რომ არჩევნებამდე მივიდეთ შედარებით გაუმჯობესებული სიტუაციით. რაც შეეხება პრიორიტეტებს, პირველი ესაა ჩვენი ჟურნალისტებისა და ოპერატორების ფიზიკური უსაფრთხოება, მეორე მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც უკავშირდება განსაკუთრებით კრიტიკული ტელეარხების ფინანსურ პრობლემებს და იმ ხელოვნურ წინაღობებს, რომელსაც ხელისუფლება საკანონმდებლო ცვლილებებით თუ ადმინისტრირებით უქმნის ტელევიზიებსა და მათ მფლობელებს და მესამე არის ჩვენი თხოვნა, რომ დაგვეხმარონ დებატების უზრუნველყოფაში.

წინასწარ შემოთავაზებულ შეკითხვებში ერთ-ერთი კითხვაა, რომ თქვენ როგორ აპირებთ უზრუნველყოთ დებატები? - ჩვენ ვაპირებთ უკვე რამდენი წელია, მაგრამ ხელისუფლება, ოცნება არ მონაწილეობს პოლიტიკურ კონკურენციაში და დებატებში, რაც არა უბრალოდ მარილს აკლებს საარჩევნო კამპანიას და პოლიტიკურ დებატებს, არამედ შინაარს აცლის. ამიტომ, ჩვენი თხოვნა იქნება მათდამი, რომ ჩვენგან მზაობა არის, ყოველ შემთხვევაში ფორმულას მხრიდან და დარწმუნებული ვარ, ყველა კრიტიკული ტელეარხი გამოხატავს მზაობას. მოგვეხმარონ, თავად შემოგვთავაზონ ფორმატი, აიყოლიონ ხელისუფლების წარმომადგენლები"- თარგამაძე.

მედიის წარმომადგენლების შემდეგ NDI-ის დელეგაცია ანტიკორუფციული ბიუროს წარმომადგენლებს.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო საერთაშორისო სადამკვირვებლო 19 თებერვალს დაიწყო. ორგანიზაციის ცნობით, მისია მიზნად ისახავს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და საქართველოს მოსახლეობის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერას.


close დახურვა