logo
ENG



NDI-ის სადამკვირვებლო მისიის შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან

21 თებ 202420:15
3 წუთის საკითხავი
 

პროპაგანდისტული არხის მმართველის აღიარება დახურულ შეხვედრაზე და მედიასთან საჯაროდ საუბრისას. როგორი იქნება ხელისუფლების სტრატეგია 2024 წლის არჩევნებზე - ეს კარგად ჩანს ირაკლი რუხაძის განცხადებებიდან. ქართული ოცნება პოლარიზაციის გაღრმავებაზე დებს ფსონს, მედიასივრცეში კი ამ ფუნქციას უპირველესად ტელეკომპანია იმედი სხვა სახელისუფლებო ტელევიზიებთან ერთად შეასრულებს.

რუხაძემ მძიმე შთაბეჭდილება დატოვა NDI-სთან მედიის შეხვედრის დროს. ამ საუბარს კრიტიკული არხების მენეჯერებიც ესწრებოდნენ. იმედის მმართველმა პირდაპირ თქვა, რომ არც საარჩევნოდ გაიხსნება განსხვავებული აზრისთვის. არადა შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა საარჩევნოდ მედიაგარემოს გამოწვევები იყო.


close დახურვა