logo
ENG



NDI: გამოკითხულთა 20% ამბობს, რომ მათ შეხედულებებთან არც ერთი პარტია არ დგას

16 იან 202010:36
3 წუთის საკითხავი
 
mja3vi103gjq53w.jpg

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) პოლიტიკური პარტიების რეიტინგს აქვეყნებს.

კითხვაზე - რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, გამოკითხული მოსახლეობის პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:

არც ერთი პარტია - 20%, „ქართული ოცნება“ - 19%, 14%-მა კითხვას პასუხი არ გასცა, 13%-მა „ნაციონალური მოძრაობა“ დაასახელა, „ევროპული საქართველო“ - 7%, ლეიბორისტული პარტია - 6%, „პატრიოტთა ალიანსი“ – 5%, ახალი საქართველო - 4%, „გირჩი“ - 2%, სხვა - 1%.

რაც შეეხება არჩევნებზე პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერას:

გამოკითხულთა 56% ამბობს, რომ ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს ვის მისცემს არჩევნებზე ხმას, 39% ამბობს, რომ გადაწყვეტილი აქვს, ხოლო 3%-მა ჯერ არ იცის.

ამასთან, გამოკითხულთა 49% ამბობს, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს.

კითხვაზე - ხვალ, რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, ხმები ასე გადანაწილდა:

„ქართული ოცნება“ - 20%, უარი პასუხზე - 14%, არც ერთი პარტია - 14%, „ნაციონალური მოძრაობა“ – 13%, არ ვიცი - 12%, „ევროპული საქართველო“ – 8%, ლეიბორისტული პარტია - 5%, „პატრიოტთა ალიანსი“ – 4%, „ახალი საქართველო“ – 3%, „გირჩი“ – 2%.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,180 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

 

 


close დახურვა