საქართველოს გამოკითხული მოსახლეობის 70% საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებას უარყოფითად აფასებს. ამის შესახებ კვლევას NDI აქვეყნებს.
20 ივნისის დემონსტრაციების შემდეგ ქართული ოცნება დათანხმდა საპროტესტო აქციის მონაწილეების ერთ-ერთ მოთხოვნას, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხალხს მაჟორიტარები აღარ აერჩია და ხმა მხოლოდ პარტიებისთვის მიეცა. 2019 წლის 14 ნოემბერს პარლამენტმა განიხილა საკონსტიტუციო ცვლილება საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით და არ დაუჭირა მას მხარი. იცოდით თუ არა ამის შესახებ?
გამოკითხული მოსახლეობის პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:
დიახ - 59%
არა - 28 %
არ ვიცი - 11%
უარი პასუხზე - 1%
როგორ შეაფასებთ პარლამენტის გადაწყვეტილებას, რომ არ დაუჭიროს მხარი არჩევნებთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს? დადებითად თუ უარყოფითად? (59%-დან ვისაც სმენია)
16% - დადებითად აფასებს
70% - უარყოფითად
11% - არ იცის
უარი პასუხზე - 2%.
NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევები პოლიტიკურ და სამოქალაქო ლიდერებს აწვდის რეგულარულ ინფორმაციას მოქალაქეთა პრობლემებსა და პრიორიტეტებზე. გამოკითხვის მათთვის არასახარბიელო შედეგების გამო, NDI ხელისუფლების კრიტიკის სამიზნე ხშირად გამხდარა. ბოლო მსგავსი შემთხვევა გასული წლის 27 ნოემბერს მოხდა, როდესაც ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია იმედის გადაცემა SWAT ანალიზში NDI-ის კვლევებს ტენდენციური უწოდა. ბოლო კვლევის თანახმად, თავის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომ პარტიად ქართულ ოცნებას მოსახლეობის 19% მიიჩნევდა.