NDI-ის (ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის) საზოგადოებრივი აზრის ახალი კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 39% მთავრობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს.
კითხვაზე, "როგორ შეაფასებდით არსებული მთავრობის საქმიანობას", პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:
- კარგად - 51%
- ცუდად - 39%
- არ ვიცი - 8%
- უარი პასუხზე - 2%
ამავე კვლევის თანახმად, პრეზიდენტის საქმიანობას ცუდად მოსახლეობის 32% აფასებს, პრემიერის საქმიანობას 27%, პარლამენტის საქმიანობას კი 31%.
კითხვაზე, როგორ შეაფასებდით პრეზიდენტის, პრემიერმინისტრისა და პარლამენტის საქმიანობას, პასუხები შემდეგნაირად არის განაწილებული:
NDI-ის დაკვეთით კვლევა ჩატარდა 2022 წლის 3 დეკემბრიდან - 20 დეკემბრამდე. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით რესპონდენტთა სახლებში - ქვეყნის მასშტაბით. (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2 519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1,6 პროცენტია.