NDI-ის (ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის) საზოგადოებრივი აზრის ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოში ყოველ მეხუთე ოჯახს საჭმლის სამყოფი ფული არ აქვს.
გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობის 18%-ს საკვებზე ფული არ ჰყოფნის.
შეკითხვაზე, რა უფრო კარგად აღწერს თქვენი ოჯახის ეკონომიკურ მდგომარეობას, პასუხები ასე გადანაწილდა:
- ფული არ გვყოფნის საკვებზე - 18%
- ფული გვყოფნის მხოლოდ საკვებზე, მაგრამ არ გვყოფნის ტანსაცმელზე - 35%
- ფული გვყოფნის საკვებზეც და ტანსაცმელზეც, მაგრამ არ გვაქვს საშუალება, შევიძინოთ ძვირადღირებული საყოფაცხოვრებო ნივთები - 36%
- საშუალება გვაქვს, შევიძინოთ ძვირადღირებული საყოფაცხოვრებო ნივთები, როგორიცაა მაცივარი ან სარეცხი მანქანა - 7%
- საშუალება გვაქვს, შევიძინოთ ყველაფერი, რაც გვჭირდება - 2%
- არ ვიცი/უარი პასუხზე - 2%
ამავე კვლევის თანახმად, ყოველი მეორე ამბობს, რომ ბოლო 6 თვის მანძილზე ყოფილა შემთხვევა, როცა კომუნალურის გადასახდელად საკმარისი ფული არ ჰქონია.
NDI-ის დაკვეთით კვლევა ჩატარდა 2022 წლის 3 დეკემბრიდან - 20 დეკემბრამდე. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით რესპონდენტთა სახლებში - ქვეყნის მასშტაბით. (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2 519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1,6 პროცენტია