logo
ENG



NDI: უმეტესობის აზრით, 10 წელში ტერიტორიული მთლიანობის, კრიმინალის კუთხით სიტუაცია გაუარესდა

16 სექ 202213:12
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/16/dddgx6dj2z0vdem.jpg

NDI-ის ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის აზრით, ბოლო 10 წლის მანძილზე, ტერიტორიულ მთლიანობასთან, სიღარიბესთან და კრიმინალთან დაკავშირებით სიტუაცია გაუარესებულია.

მოსახლეობის 52% აცხადებს, რომ ტერიტორიული მთლიანობის კუთხით სიტუაცია ბოლო 10 წელში გაუარესდა.

მოსახლეობის უმრავლესობა, 67% აცხადებს, რომ სიღარიბე გაიზარდა ბოლო 10 წელში.

57%-ის აზრით 2012 წლის შემდეგ საქართველოში კრიმინალის დონემ იმატა. მოსახლეობის თითქმის ნახევარი, 43% კი მიიჩნევს, რომ კორუფციის კუთხით სიტუაცია გაუარესებულია.

მოსახლეობის 31% სასამართლო სისტემაში მდგომარეობის გაუარესებაზე, 36% კი განათლების კუთხით პრობლემების ზრდაზე საუბრობს.

NDI-ის ცნობით, მოსახლეობის 29% აცხადებს რომ ბოლო 10 წელში სიტყვის თავისუფლების კუთხით მდგომარეობა გაუარესდა.

40%-ის აზრით გაუარესდა განათლების დონეც და 34% აცხადებს, რომ სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა გაუარესებულია.

კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. საველე სამუშაოები 2022 წლის 12 ივლისიდან 15 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა 2 104 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2%.

რესპონდენტების შერჩევა მოხდა წარმომადგენლობითი შერჩევის პრინციპით, კიშის ცხრილის გამოყენებით. ყველა ინტერვიუ ჩატარდა პირისპირი ინტერვიუს მეთოდით, 18+ ასაკის მოსახლეობასთან. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ ენებზე. 

გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, დიდი და პატარა ურბანული, სოფლის ტიპის დასახლებებში და ეროვნული უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში.


close დახურვა