logo
ENG



NGO-ები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ ძალადობრივ ჯგუფებს დაუსჯელობის სინდრომი გაუჩინა

09 ნოე 201920:23
3 წუთის საკითხავი
 
mai5vwgy4tn5phu.png

არასამთავრობო სექტორი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ ძალადობრივ ჯგუფებს დაუსჯელობის სინდრომი გაუჩინა და მოქმედების თავისუფლება მისცა. გარდა ამისა, პოლიტიკური წრეები იმის გარკვევაში არიან, თუ ვინ ახალისებს ამ ძალადობრივ ჯგუფებს. 

სამოქალაქო აქტივისტები ახლო წარსულში განვითარებულ მოვლენებს იხსენებენ, როდესაც იგივე ძალადობრივი ჯგუფები თავს მოქალაქეებს ესხმოდნენ, ვინც პარლამენტთან გავრილოვის ვიზიტის შემდეგ იკრიბებოდა, რუსულ ოკუპაციას და ხელისუფლების პრორუსულ პოლიტიკას აპროტესტებდა. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ვასაძე-ბრეგაძის დაჯგუფება ხელისუფლების მხრიდან იმართება.
საზოგადოების კრიტიკას თბილისის მერმა კახა კალაძემ ბრალდებითვე უპასუხა და ძალადობრივი ჯგუფების გააქტიურება ოპოზიციას და არასამთავრობო სექტორს გადააბრალა.
კიდევ უფრო შორს მიდიან თავის შეფასებებში იურისტები. საია-ს და EMC-ის თავმჯდომარე კინოთეატრებთან განვითარებულ მოვლენებს რადიკალური დაჯგუფებების მხრიდან ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობად აფასებენ.

close დახურვა