logo
ENG



NGO-ები პარლამენტს მოუწოდებენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხს მხარი დაუჭიროს

14 ნოე 201908:36
3 წუთის საკითხავი
 
hqwettumc0bggew.png

არასამთავრობო სექტორი პარლამენტს მოუწოდებს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხს მხარი დაუჭიროს, - ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" განცხადებას დღეს გააკეთებს. ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ დეპუტატების ნაწილის მიზანი კონსტიტუციური კანონპროექტის განხილვის დაბრკოლება და ხელოვნურად ჩიხში მოქცევაა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადება სახალხო დამცველმაც გაავრცელა. ნინო ლომჯარია პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარს უჭერს, და აღნიშნავს რომ ახალი საარჩევნო სისტემა ქვეყნისა და მოქალაქეთა პოლიტიკური უფლებების დაცვისათვის უდავოდ წინგადადგმულ ნაბიჯი იქნება. 

 


close დახურვა