logo
ENG



NGO-ები ხუნდაძის კანონპროექტზე: ის შეუზღუდავ ძალაუფლებას ანიჭებს მთავრობას

21 მაი 202009:30
3 წუთის საკითხავი
 

შეზღუდვების შესახებ კანონის დამტკიცების წინააღმდეგ ოპოზიციის გარდა მესამე სექტორიც არის.

არასამთავრობო ორგანიზაციები ცვლილებებში ხელისუფლების მიერ შეზღუდვების თვითნებურ და არაპროპორციულად გამოყენების რისკებს ხედავენ.

ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კანონის დამტკიცებით, პარლამენტისა და სასამართლოს ხელში სრული კონტროლი აღმოჩნდება, რითაც მოქალაქეების უფლებები შეიზღუდება.   

„სამწუხაროდ ეს კანონპროექტი განიხილება პარლამენტში დაჩქარებული წესით, რა დროსაც ფაქტიურად ერთ კვირაზე მცირე პერიოდი აქვს პარლამენტს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. ზედმეტია საზოგადოების ჩართულობა მთელ ამ პროცესში. ის შეუზღუდავ ძალაუფლებას ანიჭებს მთავრობას, რომ დაადგინოს კონკრეტული შეზღუდვები პანდემიის დროს. ასევე ბუნდოვანია, პანდემიის თუ ეპიდემიის გამოცხადების დროს, როგორ იღებენ პირები ამ გადაწყვეტილებას, ან რა ტიპის კონტროლი არსებობს ამ პროცესებზე. მთელ ამ პროცესში სხვა სახელისუფლებო შტოები, საპარლამენტო თუ სასამართლო კონტროლი აბსოლუტურად გამორიცხულია, რაც სრული კონტროლის საშუალებას აძლევს აღმასრულებელ ხელისუფლებას“,- განაცხადა EMC-ის მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორმა გურამ იმნაძემ.

შეგახსენებთ, რომ "საზოგადოებრივი ჯანმრთლობის შესახებ" კანონში ცვლილებას პარლამენტი პლენარულ სხდომაზე დღეს უყრიან კენჭს.


close დახურვა