logo
ENG



NGO-ების მიმართვა ოცნების წევრებს, რომლებიც აშშ/EU-ს დაფინანსებულ ორგანიზაციებში მუშაობდნენ

07 აპრ 202417:00
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/07/j76zy61p19cjsa3.jpg

არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც ქართული ოცნების იმ წევრებს მიმართავენ, რომლებიც წლების განმავლობაში თავად მუშაობდნენ აშშ-სა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებში და მოუწოდებენ მათ, აუხსნან საზოგადოებას, "ავალებდნენ თუ არა მათ უცხო სახელმწიფოს ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებას". 

NGO–ები აღნიშნავენ, რომ:

  • ირაკლი კობახიძე - 9 წლის განმავლობაში მუშაობდა აშშ-ისა და გაეროს ორგანიზაციებში;
  • შალვა პაპუაშვილი - 17 წელი მუშაობდა გერმანულ ფონდში;
  • გივი მიქანაძე - 10 წელი ევროსაბჭოს, ეუთოს, გაეროსა და ევროკავშირის დაფინანსებას იღებდა;
  • რატი იონათამიშვილი - 9 წელი ევროკავშირის, USAID და სხვა საერთაშორისო ფონდების დაფინანსებას იღებდა;
  • ნიკოლოზ სამხარაძე - 11 წელი მუშაობდა ევროკავშირისა და გაეროს პროგრამებში;
  • არჩილ თალაკვაძე - 3 წელი მუშაობდა აშშ-ის ორგანიზაციებსა და სოროსის ფონდში;
  • მაია ბითაძე - 15 წელი მუშაობდა გაეროს, ეუთოს, მსოფლიო ბანკის ორგანიზაციებში. 

არასამთავროები ხაზს უსვამენ, რომ მათი ნაწილი, როგორც დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ისე მუშაობდნენ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან მართლმსაჯულების, თანასწორობის, თვითმმართველობისა და სხვა საკითხებზე. 

"დღეს ისინი აცხადებენ, რომ ის ორგანიზაციები, რომლებსაც წლების განმავლობაში თავად წარმოადგენდნენ, უცხო სახელმწიფოების ინტერესებით მოქმედებენ და საფრთხეს წარმოადგენენ საქართველოსთვის. შესაბამისად, მოვუწოდებთ მათ, ქართველ ხალხს საჯაროდ აუხსნან, ვინმე ავალებდათ თუ არა მათ უცხო სახელმწიფოს ინტერესის სასარგებლოდ მოქმედებას და თუ კი, დაასახელონ კონკრეტული შემთხვევები.

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვმოქმედებდით, ვმოქმედებთ და ვიმოქმედებთ საკუთარი წესდებებით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად, საქართველოს მოქალაქეთა ინტერესების დასაცავად და საქართველოში დემოკრატიული საზოგადოებრივი წეს-წყობილების გასაძლიერებლად", – ნათქვამია განცხადებაში. 


close დახურვა