ნიკა გვარამია უკანონო პატიმარია. ამას ადასტურებს მესამე სექტორის დასკვნები. ამჯერად სამართლებრივ შეფასებას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აქვეყნებს. თავისი დასკვნით საია შეუერთდა სხვა წამყვან არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დაუსაბუთებლად მიიჩნევენ გადაწყვეტილებას, რომლითაც მთავარი არხის ხელმძღვანელი დააპატიმრეს. განაჩენის უსაფუძვლობის გარდა, ხაზგასმულია გარემოებებიც, რომლის გამოც მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეს საქმე საერთოდ უნდა აეცილებინა.
NGO დაუსაბუთებლად მიიჩნევენ გადაწყვეტილებას, რომლითაც გვარამია დააპატიმრეს
03 ივნ 202220:05
3 წუთის საკითხავი