საქართველო მსოფლიოში I ადგილზეა COVID 19-ის გავრცელებით და სიკვდილიანობით 100 ათას მოსახლეზე
New York Times-ის მიხედვით, 100 ათას მოსახლეზე კორონავირუსის გავრცელება საქართველოში დღეში 132-ია, რაც მსოფლიოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ისევე, როგორც გარდაცვალება - 100 ათას მოსახლეზე - 1.26.
საქართველოს მოსდევს დომინიკის რესპუბლიკა, 100 ათას მოსახლეზე გავრცელების დღიური მაჩენებლით - 108.
სიკვდილის შემთხვევაში კი მეორე ადგილზე კოსოვოა - 100 ათას ადამიანზე 0.22-ით.
მაშინ, როცა ნიუ იორკ ტაიმსმა სტატისტიკა მოამზადა, საქართველოში მოსახლეობის 6.9% იყო სრულად აცრილი. NCDC-ის ცნობით, 21 აგვსიტოსთვის საქართველოში მოზრდილთა 9.7% ორივე დოზით აცრილია.
დომინიკის რესპუბლიკაში კი - 28%. ქვეყანაში გარდაცვალების მაჩვენებლის შესახებ ინფორმაცია არ არის.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4901 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 74 ადამიანი კი გარდაიცვალა.
გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 6 723 ადამიანი ემსხვერპლა.
ასევე, NCDC-ის ცნობით, 20 აგვისტოს კორონავირუსის წინააღმდეგ აიცრა 28 555 ადამიანი.
აცრა იცავს სიკვდილისგან. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა შორის არავინ ყოფილა 2 დოზით აცრილი
ამჟამად საქართველოში 4 დასახელების ვაქცინაა ხელმისაწვდომი. აცრის გასაკეთებლად შესაძლებელია ონლაინ რეგისტრაცია, ასევე, გახსნილია 8 პუნქტი, სადაც აცრა დაურეგისტრირებლად არის შესაძლებელი.