logo
ENG



NYT: საქართველო I ადგილზეა COVID 19-ის გავრცელებით და სიკვდილიანობით 100 ათას მოსახლეზე

21 აგვ 202114:46
3 წუთის საკითხავი
 

საქართველო მსოფლიოში I ადგილზეა COVID 19-ის გავრცელებით და სიკვდილიანობით 100 ათას მოსახლეზე

New York Times-ის მიხედვით, 100 ათას მოსახლეზე კორონავირუსის გავრცელება საქართველოში დღეში 132-ია, რაც მსოფლიოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 

ისევე, როგორც გარდაცვალება - 100 ათას მოსახლეზე - 1.26. 

საქართველოს მოსდევს დომინიკის რესპუბლიკა, 100 ათას მოსახლეზე გავრცელების დღიური მაჩენებლით - 108. 

სიკვდილის შემთხვევაში კი მეორე ადგილზე კოსოვოა - 100 ათას ადამიანზე 0.22-ით. 

მაშინ, როცა ნიუ იორკ ტაიმსმა სტატისტიკა მოამზადა, საქართველოში მოსახლეობის 6.9% იყო სრულად აცრილი. NCDC-ის ცნობით, 21 აგვსიტოსთვის საქართველოში მოზრდილთა 9.7% ორივე დოზით აცრილია. 

დომინიკის რესპუბლიკაში კი - 28%. ქვეყანაში გარდაცვალების მაჩვენებლის შესახებ ინფორმაცია არ არის. 

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4901 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 74 ადამიანი კი გარდაიცვალა. 

გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 6 723 ადამიანი ემსხვერპლა.

ასევე, NCDC-ის ცნობით, 20 აგვისტოს კორონავირუსის წინააღმდეგ აიცრა 28 555 ადამიანი. 

აცრა იცავს სიკვდილისგან. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა შორის არავინ ყოფილა 2 დოზით აცრილი

ამჟამად საქართველოში 4 დასახელების ვაქცინაა ხელმისაწვდომი. აცრის გასაკეთებლად შესაძლებელია ონლაინ რეგისტრაცია, ასევე, გახსნილია 8 პუნქტი, სადაც აცრა დაურეგისტრირებლად არის შესაძლებელი. 


close დახურვა