logo
ENG



NYT: ჰამასის ლიდერის მკვლელობის გამო, ხამენეიმ ისრაელზე პირდაპირი დარტყმის ბრძანება გასცა

01 აგვ 202400:43
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/01/py5p7skyia6unz4.jpg

The New York Times წერს, რომ ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ისრაელზე პირდაპირი დარტყმის ბრძანება გასცა.

გამოცემა წერს, რომ ხამეინიმ ბრძანება ირანის ეროვული უშიშროების უმაღლესი საბჭოს საგანგებო სხდომაზე 31 ივლისს, დილას გასცა, მას შემდეგ რაც ირანში ჰამასის ლიდერი, ისმაილ ჰანია მოკლეს.

NYT-ის ცნობით, ინფორმაციას სამი ოფიციალური პირი უდასტურებს.

31 ივლისს, დილას, ირანის დედაქალაქ თეირანში ტერორისტული დაჯგუფება ჰამასის პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანია მოკლეს. ინფორმაცია ამის შესახებ ირანის სახელმწიფო მედია Press TV-მ გაავრცელა, რაც მალევე დაადასტურა თვითონ ტერორისტულმა დაჯგუფებამაც.

ჰამასის განცხადებით, ჰანია თეირანში, მისსავე რეზიდენციაში, ისრაელის მიერ დაგეგმილი თავდასხმის შედეგად მოკლეს, მას შემდეგ, რაც ის ირანის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრო.

ისრაელის სამხედრო ძალებში კი, ამ დროისთვის, მომხდართან დაკავშირებით, კომენტარს არ აკეთებენ.

გუშინ თეირანში ჰანია ირანის ახალი პრეზიდენტის მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციას დაესწრო.

მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის მხრიდან კომენტარი არ კეთდება, მის მიმართ აშკარა ეჭვი არსებობს. ისრაელმა ომის დაწყების დღიდანვე ჰამასის ლიდერების წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ოპერაცია დაიწყო.


close დახურვა