logo
ENG



PHR: შშმ აქტივისტ ქალს, შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი შეტყობინებები გაუგზავნეს

26 დეკ 202417:18
3 წუთის საკითხავი
 
2024/12/26/vgljuwb60y9hvwq.jpg

ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) აქტივისტისა და უფლებადამცველის, თათია დათაშვილის მიმართ შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებასა და სიძულვილის ენის გამოყენებას ეხმიანება. 

ორგანიზაციის განცხადებით, მათ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აქტივისტ ქალზე უკიდურესად შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი შეტყობინების გაგზავნის გამო.

"PHR ეხმიანება აქტივისტისა და უფლებადამცველის, თათია დათაშვილის მიმართ უკიდურესად შეურაცხმყოფელი და სიძულვილის შემცველი ენის გამოყენებას, მისი აქტივიზმისა და საქმიანობის გამო.

ორგანიზაციას მიაჩნია, რომ კერძო პირების მხრიდან აქტივისტებსა და უფლებადამცველებზე თავდასხმა წახალისებულია სახელმწიფოს მხრიდან, რაც გამომდინარეობს მსგავსი ქმედების დაუსჯელობის ტენდენციასა და სიძულვილის წამახალისებელი პოლიტიკიდან. ასევე, სახელმწიფო პოლიტიკა, ერთმნიშვნელოვნად, არაა ორიენტირებული ადამიანის ღირსებისა და უფლებების დაცვაზე.

ორგანიზაციამ უკვე მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს და სწრაფი და ადეკვატური ზომების მიღება მოითხოვა. 2024 წლის 25 დეკემბერს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აქტივისტ ქალს, თათია დათაშვილს გაუგზავნეს უკიდურესად შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი შეტყობინება, მისი საქმიანობისა და სამოქალაქო პოზიციის მკაფიოდ დაფიქსირების გამო", - ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა