ორგანიზაციის პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ, მათი მოთხოვნის საფუძველზე, ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო.
"დღეიდან, ყველა ქცევითი გამოწვევების და/ან კომუნიკაციის სირთულის მქონე შშმ პირებისათვის ხელმისაწვდომი გახდა უფასო სტომატოლოგიური მომსახურება ანესთეზიით". - აცხადებს ორგანიზაცია.
მოსამართლე დავით წერეთლის გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობას დაევალა, შექმნას ისეთი მექანიზმი (მიიღოს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი), რომელიც გამონაკლისის გარეშე, დაუყოვნებლივ, 30 დღიანი მოცდის ვადის გარეშე, დააფინანსებს ყველა შემთხვევას, როდესაც არსებობს ქცევითი გამოწვევების და/ან კომუნიკაციის სირთულის მქონე შშმ პირებისათვის ზოგადი ანესთეზიის ე.წ. ნარკოზით სტომატოლოგიური მომსახურების გაწევის საჭიროება;"