logo
ENG



POG: შშმ პირის გაუპატიურებისთვის ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

29 ივნ 202116:18
3 წუთის საკითხავი
 
2021/06/29/lsupp8aaznmc5ki.jpg

სენაკის რაიონულმა სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებებში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის გაუპატიურების საქმეზე ბრალდებული ლ.კ. დამნაშავედ ცნო.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულს 11  წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

"მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2021 წლის 11 მარტს, აბაშის რაიონში, ლ.კ.-მ გენდერული ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ა.ჩ. გააუპატიურა. 

სამართალდამცველებმა ლ.კ. 11 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მესამე ნაწილის "დ" ქვეპუნქტით (გაუპატიურება,  ჩადენილი გენდერული ნიშნით, წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

სენაკის რაიონულმა სასამართლომ ლ.კ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 11  წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


close დახურვა