logo
ENG



POG: შვილმა დედა დანით დაჭრა, შვილის მეგობარმა ქალი შებოჭა და გაქცევის საშუალება არ მისცა

15 აგვ 202216:20
3 წუთის საკითხავი
clock 1909

პროკურატურის ინფორმაციით, დედის მკვლელობისთვის დაკავებულ 17 წლის ბიჭსა და მის მეგობარს ბრალდება წარედგინა.

უწყების ცნობით, შვილმა დედას დანით, განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, ხოლო შვილის მეგობარმა დაზარალებული შებოჭა და მას გაქცევის საშუალება არ მისცა. მიღებული დაზიანებების შედეგად ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

პოლიციამ ორივე ბრალდებული იმავე დღეს დააკავა. გარდაცვლილის შვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის "თ", "ი", "კ" და "მ" ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერული ნიშნით, ჯგუფურად, ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით), ხოლო ბიჭის მეგობარს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "თ", "ი" და "მ" ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერული ნიშნით, ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინათ, რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.


close დახურვა