logo
ENG



POG: წალენჯიხის მერიის 2 თანამშრომელს დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ბრალდება წარედგინა

27 თებ 202420:49
3 წუთის საკითხავი
 
POG: წალენჯიხის მერიის 2 თანამშრომელს დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ბრალდება წარედგინა

პროკურატურამ წალენჯიხის მერიის ორ თანამშრომელს დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა.

გამოძიების ვერსიით,  2024 წლის თებერვალში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის, დარგობრივი ეკონომიკის, ქონების მართვისა და სტატისტიკის განყოფილების უფროსმა და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის, საფინანსო ზედამხედველობისა და ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილების უფროსმა სპეციალისტმა,  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე 1550 კვ.მ მიწის ნაკვეთის აუქციონზე გატანის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს 20 000 ლარი.

ბრალდებულები 26 თებერვალს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ (მოხელის მიერ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად დიდი ოდენობით ქრთამის აღება) ქვეპუნქტებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა