logo
ENG



POSTV-დან გათავისუფლებული ჟურნალისტი შალვა რამიშვილს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში უჩივის

18 აპრ 202320:42
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/18/fin38xvz8t2i057.png

POSTV-დან გათავისუფლებული ჟურნალისტი სოფიკო კაჭარავა შალვა რამიშვილს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში უჩივის.

კაჭარავას თქმით, იგი სამსახურიდან "განსხვავებული, კრიტიკულის აზრის გამო" გაათავისუფლეს.

მისი თქმით, შალვა რამიშვილისთვის მიუღებელი იყო განსხვავებული პოზიციის ქონა არა მხოლოდ ჟურნალისტური საქმიანობის, არამედ მის მიღმაც.

"საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ ტელეკომპანია „POSTV”-ს დირექტორის შალვა რამიშვილის წინააღმდეგ განცხადება დასაშვებად ცნო, განმცხადებელია სოფიკო კაჭარავა.
განმცხადებლის თქმით, იგი სამსახურიდან განსხვავებული, კრიტიკული აზრის გამო გაათავისუფლეს. მისი თქმით, შალვა რამიშვილისთვის მიუღებელი იყო განსხვავებული პოზიციის ქონა არა მხოლოდ ჟურნალისტური საქმიანობის, არამედ მის მიღმაც.

განმცხადებელი დავობს ქარტიის მეორე პრინციპის (დაუშვებელია ჟურნალისტის იძულება, პროფესიული საქმიანობისას მოიქცეს ან აზრი გამოხატოს საკუთარი სინდისის წინააღმდეგ) დარღვევაზე.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპი."- წერია ქარტიის განცხადებაში.

სოფიკო კაჭარავამ Facebook გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ 7-9 მარტის აქციების შემდეგ, მისი პოლიტიკური შეხედულებების გამო, სამსახურიდან გაათავისუფლეს.


close დახურვა