logo
ENG



PSP: პრემიერმინისტრს გადაუმოწმებელი ინფორმაცია მიაწოდეს

29 ნოე 202214:56
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/29/abmfjq3s9tn4qlu.jpg

ფარმაცევტული კომპანია PSP სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელიც საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელ ნათქვამს ეხმიანება.

"მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა განცხადება გააკეთა თურქული მედიკამენტების მიმოქცევასთან დაკავშირებით. პრემიერ-მინისტრს გადაუმოწმებელი ინფორმაცია მიაწოდეს. ფარმაცევტული სექტორი თურქული წარმოების იაფიანი მედიკამენტების პროექტში მომზადების ეტაპზევე ჩაერთო და დღეს PSP არის თურქული მედიკამენტების ერთ-ერთი მსხვილი დისტრიბუტორი საქართველოში. PSP-სთვის მომხმარებლის ინტერესი უპირველესია და შესაბამისად, ჩვენი ფარმაცევტები მომხმარებელს ყოველთვის ექიმის დანიშნულების მიხედვით ემსახურებიან.

ბატონმა პრემიერმა განაცხადა, რომ ინფორმაცია აუცილებლად უნდა გადამოწმდეს. იმედს ვიტოვებთ, ეს უახლოეს მომავალში მოხდება და საზოგადოება ინფორმირებული იქნება", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. 

ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ ფარმაცევტულ კომპანია PSP-ში თურქულ მედიკამენტებთან მიმართებით, სავარაუდოდ, პაციენტების შეცდომაში შეყვანას ჰქონდა ადგილი. ღარიბაშვილის თქმით, მოქალაქეებს ეუბნებიან, რომ თურქული მედიკამენტები კარგი არ არის. პრემიერმა იქვე აღნიშნა, რომ ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს, თუმცა დასძინა, რომ დადასტურების შემთხვევაში, უმკაცრესი რეაგირება იქნება. 


close დახურვა