logo
ENG



Pink Floyd-მა უკრაინის დასახმარებლად სიმღერით Hey, Hey, Rise Up £500 000 შეაგროვა

25 დეკ 202216:36
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/25/n7jpxw0zd9o7izs.jpg

Pink Floyd-მა უკრაინის დასახმარებლად სიმღერით Hey, Hey, Rise Up ჯამში 500 000 გირვანქა სტერლინგი შეაგროვა.

23 დეკემბერს ბენდმა განაცხადა, რომ სიმღერით £450 000 შეგროვდა, ხოლო Pink Floyd-ის ორმა წევრმა, დევიდ გილმორმა და ნიკ მეისონმა დამატებით £50 000 გაიღეს. ჯამში ნახევარი მილიონი ფუნტი უკრაინის დასახმარებლად რამდენიმე ჰუმანიტარულ ფონდში გადაირიცხება. ბენდმა მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა.

“Pink Floyd მადლობას უხდის ყველას, ვინც მხარი დაუჭირა Hey, Hey, Rise Up-ს. სინგლმა, რომელიც 30 მარტს უკრაინული ბენდი Boombox-ის წევრ ანდრეი ხლივნიუკთან ერთად ჩაიწერა, ამ დროისთვის £450 000 შეაგროვა უკრაინელი ხალხის ტანჯვის მეტად შემცირებაში დასახმარებლად“ - აცხადებს ბენდი.

სინგლში Pink Floyd-მა უკრაინელი მომღერლის ანდრეი ხლივნიუკის შესრულებული უკრაინული სიმღერის "Oi u luzi chervona kalyna"-ს არანჟირება გააკეთა. ოფიციალურ ვიდეოში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ ინფორმაცია, რუსული თავდასხმების ამსახველი მასალა, სამხედრო ფორმაში ხლივნიუკის მიერ კიევის ცენტრში შესრულებული სიმღერის ვიდეო და უკრაინისადმი მხარდაჭერის ამსახველი კადრებია გამოყენებული. 

ჩანაწერის დასაწყისში ასევე გამოყენებულია უკრაინის ეროვნული გუნდის მიერ შესრულებული სიმღერა.


close დახურვა