logo
ENG



Politico: ევროკავშირი უკრაინის მხარდასაჭერად €20 მილიარდიან ფონდს შექმნის

19 ივლ 202316:55
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/19/pldkfdfuc51k8cw.jpg

Politico-ს ცნობით, ევროკავშირი უკრაინას შეიარაღებული ძალების მარაგის შესანარჩუნებლად სპეციალურ ფონდს შესთავაზებს.

გამოცემის მტკიცებით, ფონდი გაწერილი იქნება 4 წელზე და ჯამურად 20 მილიარდ ევროს მოიცავს. Politico-ს თქმით, ფონდი “დაემატება” ევროკავშირის წინადადებას უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს რაოდენობით არასამხედრო დახმარების გამოყოფის შესახებ.

წინადადება უკრაინისთვის იარაღის “პირდაპირ ყიდვას” არ გულისხმობს. განმარტების თანახმად, ბრიუსელი ქვეყნებს იარაღის შესყიდვაში დაეხმარება, რომლებიც შემდეგ გადაეცემა უკრაინას. ასევე, დაიფარება უკრაინელი სამხედროების წვრთნის ხარჯებიც.

ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა, ჯოზეფ ბორელმა ამ იდეაზ გასულ თვეში, ევროკავშირის ლიდერების სამიტზეც მიანიშნა.

"თქვენ უნდა მისცეთ საშუალება უკრაინას, დაიცვას საკუთარი თავი. ამგვარად, ევროპული სამშვიდობო გეგმა შესაძლოა უკრაინისთვის თავდაცვის ფონდი გახდეს", - თქვა ბორელმა.

Politico ასევე აღნიშნავს, რომ სამხედრო დაფინანსების შესახებ ახალი წინადადება ევროკავშირის ქვეყნებს განსახილველად ორშაბათს გაეგზავნა, რასაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ხუთშაბათს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე განიხილავენ. გამოცემის წყაროების თქმით, მიზანი შემოდგომისთვის წინადადების მიღებაა.


close დახურვა