logo
ENG



Politico: ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას გასცემს

08 ნოე 202311:45
3 წუთის საკითხავი
 

Politico ორ ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკომისია საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მონიჭების რეკომენდაციას გასცემს.

"კარგი ამბავი თბილისისთვის: ევროკომისია საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მონიჭების რეკომენდაციას გასცემს", - წერს Politico.

Politico წერს, რომ დღეს, 8 ნოემბერს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკომისიის სხვა წარმომადგენლები შეიკრიბებიან და განიხილავენ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე 10 ქვეყნის, მათ შორის, უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს პროგრესს. 

გარდა ამისა, გამოცემა წერს, რომ უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებით გადაწყვეტილება შემდეგნაირია - ევროკომისია ევროკავშირის ლიდერებს მისცემს რეკომენდაციას, დაიწყონ მოლაპარაკებები უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების გზაზე, იმ პირობით, რომ ქვეყნები გაატარებენ რეფორმებს კანონის უზენაესობის მხრივ.

კანდიდატის სტატუსზე ევროკომისიის რეკომენდაცია დღეს, საქართველოს დროით 15:00 საათზე გახდება ცნობილი.


close დახურვა