logo
ENG



Politico: რუსულმა ავიაგამანადგურებლებმა ტალინთან ახლოს ესტონეთის საჰაერო სივრცე დაარღვიეს

19 სექ 202518:27
3 წუთის საკითხავი
 
2025/09/19/s9cn6irai3a7gzk.jpg

რუსულმა ავიაგამანადგურებლებმა ტალინთან ახლოს ესტონეთის საჰაერო სივრცე დაარღვიეს. ინფორმაციას ამის შესახებ Politico ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, რუსული MIG-31-ები ესტონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრნენ და ტალინს მიუახლოვდნენ, სანამ NATO-ს გამანადგურებლებმა მათ უკან არ დაახევინეს.

Politico-ს წყაროს ცნობით, ესტონეთის საჰაერო სივრცე რუსულმა 3-მა ავიაგამანადგურებელმა დაარღვია და ისინი ქვეყნის ტერიტორიაზე დაახლოებით, 9.2 კილომეტრის სიღრმეზე შეიჭრნენ.

გამოცემა ასევე წერს, რომ რუსული ავიაგამანადგურებლები ესტონეთის ტერიტორიაზე თითქმის 12 წუთი წრიულ მოძრაობებს აკეთებდნენ მანამ, სანამ მათ მოსაგერიებლად NATO-ს F-35 ტიპის გამანადგურებლები არ აფრინდნენ.


close დახურვა