logo
ENG



Politico: შოლცმა ორბანს შესთავაზა, უკრაინის გადაწყვეტილების მიღებისას ოთახი დაეტოვებინა

15 დეკ 202300:14
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/15/o0vu6iogrd6cm1v.jpg

Politico-ს ინფორმაციით, გერმანიის კანცლერმა უნგრეთის პრემიერმინისტრს შესთავაზა, რომ უკრაინის საკითხის განხილვის დროს შეეძლო ოთახი დაეტოვებინა.

ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. გარდა ამისა, საბჭომ კანდიდატის სტატუსი მიანიჭა საქართველოს.

როგორც მოგვიანებით ცნობილი გახდა, უკრაინის საკითხის განხილვისას ორბანი ოთახიდან გავიდა.

Politico ორ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ ოლაფ შოლცმა, სხვა ლიდერების თანდასწრებით განაცხადა, რომ თუ ორბანს ნამდვილად არ აქვს თანხმობის სურვილი, მას შეუძლია დატოვოს ოთახი, რათა ევროკავშირის ლიდერებმა მისი არყოფნისას ერთსულოვანი გადაწყვეტილების მიღება შეძლონ.

თუმცაღა ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება არ ყოფილა სპონტანური და ის წინა განხილვების დროს იყო შეთანხმებული. მესამე ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ ორბანი "ერთი წამით არ იმყოფებოდა ოთახში წინასწარ შეთანხმებულად და კონსტრუქციული მანერით".


close დახურვა