logo
ENG



Pussy Riot-ის წევრი, მარია ალიოხინა რუსეთიდან კურიერის ფორმაში ჩაცმული გაიპარა

11 მაი 202219:53
3 წუთის საკითხავი
clock 732
2022/05/11/7vwef065u1l1mvs.jpg

Pussy Riot-ის წევრი, მარია ალიოხინა რუსეთიდან კურიერის ფორმაში ჩაცმული გაიპარა და ლიეტუვაში გადავიდა. 

ალიოხინა 23 იანვარს დააკავეს. ის საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა. რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გამოსვლებში 2000-მდე ადამიანი მონაწილეობდა, რომლებსაც კორონავირუსი ჰქონდათ ან ინფიცირებულების კონტაქტები იყვნენ. საქმეს "სანიტარული" ეწოდა. Pussy Riot-ის წევრს აქციაში მონაწილეობისთვის შინაპატიმრობა მიუსაჯეს და ელექტრონული სამაჯური დაუმაგრეს. 

30 მარტს, პროტესტის ნიშნად, ალიოხინამ ელექტრონული სამაჯური გადაჭრა და სახლში მისჯილ 18:00 საათზე არ დაბრუნდა. 

ამის შემდეგ რუსებმა მიიღეს გადაწყვეტილება, მისთვის პირობითი სასჯელი საპატიმროში სასჯელით შეეცვალათ - მარია 21 დღე ციხეში უნდა ჩაესვათ. 

სწორედ ამის შემდეგ მიიღო აქტივისტმა რუსეთის დატოვების გადაწყვეტილება. 

New York Times-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორც მოახერხა გაქცევა მარია ალიოხინამ

სტატიაში ნათქვამია, რომ ის სახლიდან გავიდა, ხოლო მობილური ტელეფონი სახლში დატოვა, რათა კონტროლი თავიდან აეცილებინა. Pussy Riot-ის წევრი მეგობარმა ბელორუსის საზღვართან მიიყვანა, საიდანაც ის ლიეტუვას საზღვრამდე მივიდა. თუმცა, ქვეყანაში შესვლა მხოლოდ მესამე ცდაზე შეძლო, რადგან რუსეთის საგამოძიებო ორგანოებმა მას უცხოეთის პასპორტი ადრევე ჩამოართვეს. 

ამერიკული გამოცემის ინფორმაციით, მარია ალიოხინას უახლოესი გეგმები Pussy Riot-ის სხვა წევრებთან ერთად ტურნეს უკავშირდება, რომლის მიზანიც უკრაინის დასახმარებლად ფულის შეგროვება იქნება. 

"სანიტარულ საქმეზე" ალიოხინასთან ერთად დააკავეს და პირობითი სასჯელი მიუსაჯეს აქციის სხვა მონაწილეებსაც, მათ შორის ოლეგ ნავალნის და ლუბოვ სობოლს. რუსეთი მათაც დატოვეს. 


close დახურვა