logo
ENG



RFE/RL: დადასტურდა, რომ აშშ-ის მიერ დაკავებული ტანკერის კაპიტანი ქართველია

13 იან 202613:12
3 წუთის საკითხავი
 
2026/01/13/m6sn8j6xw2sai3r.png

რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს რუსული სამთავრობო პროპაგანდისტული არხის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ატლანტის ოკეანეში აშშ-ის მიერ 7 იანვარს დაკავებულ ტანკერს ქართველი კაპიტანი ჰყავს.

კაპიტანი - ავთანდილ კალანდაძეა, მეზღვაური ბათუმიდან.

რადიო თავისუფლება წერს, რომ ინფორმაციას ადასტურებენ მეზღვაურებიც და აღნიშნავს, რომ სავარაუდოდ, ტანკერზე კიდევ 5 ქართველია.

საუბარია მარინერას ბორტზე მყოფ მეზღვაურებზე. 

რუსული სამთავრობო არხი წერდა, რომ ეკიპაჟი 28 ადამიანისგან შედგებოდა: 20 მათგანი უკრაინელი იყო, ექვსი, კაპიტნის ჩათვლით, საქართველოს მოქალაქე, ხოლო ორი - რუსეთის.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციების დარღვევის გამო ნავთობტანკერი M/V Bella 1 ჩრდილო ატლანტიკის აკვატორიაში დააკავა.

ტანკერის დაკავება განხორციელდა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტისა (DOJ) და შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის (DHS) მონაწილეობით, თავდაცვის დეპარტამენტთან კოორდინაციით. გემი აშშ-ის ფედერალური სასამართლოს მიერ გაცემული ორდერის საფუძველზე იქნა დაკავებული, მას შემდეგ, რაც მისი გადაადგილება აშშ-ის სანაპირო დაცვის ხომალდის - USCGC Munro-ს მიერ იყო შემჩნეული.

აშშ-ის ხელისუფლების ინფორმაციით, Bella 1 2024 წლიდან აშშ-ის სანქციების ქვეშ იმყოფებოდა, რადგან იგი „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნაწილი იყო და უკანონოდ ახორციელებდა ნავთობის ტრანსპორტირებას სანქციების გვერდის ავლით.


close დახურვა