logo
ENG



RIA: ბაშარ ალ-ასადი და მისი ოჯახის წევრები მოსკოვში ჩავიდნენ

08 დეკ 202422:32
3 წუთის საკითხავი
 
2024/12/08/yn8x952ws1m8rxl.jpg

რუსული სახელისუფლებო, პროპაგანდისტული გამოცემა RIA Novosti-ის ცნობით, ბაშარ ალ-ასადი და მისი ოჯახის წევრები მოსკოვში ჩავიდნენ.

პროპაგანდისტული მედია ინფორმაციას წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს და ამბობს, რომ რუსეთმა ბაშარ ალ-ასადის თავშესაფარი ჰუმანიტარული მიზეზიდან გამომდინარე მისცა.

"სირიის პრეზიდენტი ასადი და მისი ოჯახის წევრები მოსკოვში ჩავიდნენ. რუსეთმა, ჰუმანიტარული მიზნებიდან გამომდინარე, მათ თავშესაფარი მისცა"- ამბობს წყარო.

მანამდე მედიაში სირიულ წყაროებზე დაყრდნობით გავრცელდა ცნობა, სირიის პრეზიდენტი, ბაშარ ალ-სადი, სავარაუდოდ, ავიაკატასტროფაში დაიღუპა. ბაშარ ალ-ასადმა ქვეყნის დედაქალაქი, დამასკო დღეს დატოვა.

სირიის არმიის ხელმძღვანელობამ ოფიცრებს გამოუცხადა, რომ ალ-ასადის რეჟიმი დაემხო - აჯანყებულები აცხადებენ, რომ ისინი დედაქალაქში ჯარის წინააღმდეგობის გარეშე შევიდნენ.


close დახურვა