logo
ENG



RSF: არჩევნების დღეს თბილისში რუსული პროპაგანდისტული ქსელის შემქმნელი იმყოფებოდა

31 ოქტ 202419:09
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/31/t9k45eph5lsbatx.jpg

რეპორტიორები საზღვრებს გარეშე (RSF) ავრცელებს ინფორმაციას, რომ  უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული პროპაგანდისტული ქსელის შემქმნელი ალექსანდერ მალკევიჩი თბილისში არჩევნების დღეს იმყოფებოდა.

RSF შეშფოთებულია მისი როლით რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში.

მალკევიჩს დარღვეული აქვს ოკუპაციის შესახებ კანონიც. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის საიტი იძებნება ინფორმაცია, 2023 წლის აგვისტოს ალან გაგლოევი ტელეკომპანია სანქტ-პეტერბურგის დამფუძნებელს, ალექსანდრ მალკევიჩს შეხვდა. 

როგორც რუსი პროპაგანდისტი, მალკევიჩი არის ევროკავშირის, აშშ-ის, კანადისა და სხვა ქვეყნის სანქციების ქვეშ.

არჩევნებში ჩარევის გამო აშშ-ის ალექსანდრ მალკევიჩზე ძებნა აქვს გამოცხადებული და მასზე ნებისმიერი ინფორმაციის მიწოდებისთვის 10 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდოს აწესებს. 

Rewards for Justice ეძებს ინფორმაციას მალკევიჩზე, რომელიც იყო რუსეთის სამოქალაქო პალატის მასმედიის კომისიის წევრი იყო, რომელიც რუსეთის მთავრობას კონსულტაციებს უწევს.

სულ მცირე 2019 წლიდან, მალკევიჩი იყენედა თავის კომპანიას - ეროვნული ღირებულებების დაცვის ფონდს, რათა ტროლების ქარხნის დამფუძნებლის ევგენი პრიგოჟინის სახელით გლობალური გავლენის ოპერაციებისთვის შეეწყო ხელი. როგორც პრიგოჟინი, ისე მისი ტროლების ქარხანა, ინტერნეტ-კვლევის სააგენტო 2016 წელს აშშ-ის არჩევნებში ჩარევის გამო დასანქცირდნენ.


close დახურვა