logo
ENG



RT-ის გერმანიის ბიურომ მუშაობა შეწყვიტა

04 თებ 202301:32
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/04/3ukn374n865v3oz.jpg

RT-ის გერმანიის ბიურომ მუშაობა შეწყვიტა. პუტინისტურმა არხმა გადაწყვეტილება "რეპრესიებით" ახსნა. უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ RT-ის მაუწყებლობა ბევრ ქვეყანაში აიკრძალა, თუმცა ტელეკომპანია აგრძელებდა ინტერნეტში მუშაობას.

არხის განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი გერმანიასა და ევროპაში "ზეწოლას განიცდიდნენ მთავრობების, მედიის, კორპორაციებისა და სხვების მხრიდან". RT-ის მენეჯმენტის განცხადებით, 2022 წლის დეკემბერში რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეცხრე პაკეტის ძალაში შესვლით "კიდევ ერთხელ ბარბაროსულად დაირღვა სიტყვის თავისუფლებისა და პრესის თავისუფლება“.

სახელისუფლებო ტელეკომპანია RT-მ ბერლინში ბიურო 2014 წელს გახსნა. ჯერ კიდევ უკრაინაში ომის დაწყებამდე, 2022 წლის 1 თებერვალს, გერმანულმა მედია მარეგულირებელმა RT-ს მაუწყებლობა აკრძალა იმის გამო, რომ კომპანიას არ გააჩნდა ადგილობრივი ლიცენზია - ის მუშაობდა სერბეთში გაცემული ლიცენზიით. 2022 წლის მარტში ევროკავშირმა RT-ს მაუწყებლობა აკრძალა გერმანიაში, საფრანგეთსა და ესპანეთში დეზინფორმაციისა და პრორუსული პროპაგანდის გამო, მაგრამ ტელევიზიამ შეინარჩუნა სტუდია ბერლინში და ინტერნეტით უცხო ენებზე მაუწყებლობას მოსკოვიდან განაგრძობდა.


close დახურვა