Radioway.ge-ის ინფორმაციით, ტაჯიკი ბიზნესმენების გატაცების, მათზე ძალადობისა და ფულის გამოძალვის საქმეზე 4 პირი დააკავეს. დაკავებულებს ბრალი, შესაძლოა, დღეს წარუდგინონ.
ერთ-ერთი დაკავებული პანკისელი ბიზნესმენისა და სალაფიტური თემის ერთ-ერთი ლიდერის, ვახტანგ ფარეულიძის ძმა ბაქარ ფარეულიძეა.
ფორმულას ექსკლუზიური ინფორმაციით, რომელიც ეთერში 22 აგვისტოს გავიდა, გამტაცებლები ბიზნესმენებს დაემუქრნენ, რომ პოლიციისთვის არ მიემართა, რადგან მათ უწყებაში ახლობლები ჰყავდათ.
გატაცების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ ეტაპისთვის კომენტარს არ აკეთებენ.