ფიტნესკლუბში სამართალდაცველები გუშინ, 29 ნოემბერს დაახლოებით 8 საათისთვის შევიდნენ. მათ შენობიდან ხალხი გაიყვანეს და სპორტული ინვენტარის აღწერა დაიწყეს. ადგილზე მოგვიანებით ზურაბ ჯაფარიძე მივიდა, რომელმაც ობიექტი ბინად იქირავა. ის შენობიდან პოლიციელების გასვლას ითხოვდა. Reformerfitness შეზღუდვებს არ დაემორჩილა და დაჯარიმების მიუხედავად, ფუნქციონირებას აგრძელებდა.
Reformerfitness-ს საქმე და ფიტნესკლუბის გაურკვეველი ბედი
30 ნოე 202020:27
3 წუთის საკითხავი