რუსულმა კომპანია "რუსნეფტმა" საქართველოში ნავთობის პირველი ტვირთი ჩამოიტანა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, რუსულმა კომპანიამ ტვირთი ახალაშენებულ ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ჩაიტანა.
კერძოდ, Reuters საუბრობს ტანკერ "კაიზერზე", რომელმაც, მათი ინფორმაციით ნოვოროსიისკიდან ყულევის ნავთობის ტერმინალში 6 ოქტომბერს 105 340 მეტრული ტონა ციმბირული მსუბუქი ხარისხის საწვავი მიიტანა.
ცნობისთვის, ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა მიმდინარე თვეში დაიწყო და წელიწადში 1 200 000 ტონა ნავთობი უნდა გადაამუშავოს.
სააგენტო წერს, რომ ამ გზით, ევროპული სანქციების ფონზე, კრემლი ცდილობს თავისი ექსპორტის დივერსიფიცირება მოახდინოს.
