logo
ENG



Reuters: პუტინის სპეციალური წარმომადგენელი დავოსში აშშ-ის დელეგაციის წევრებს შეხვდება

19 იან 202617:56
3 წუთის საკითხავი
 
2026/01/19/9omcnog9xi7qqvd.jpg

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი, კირილ დმიტრიევი, ამ კვირაში დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში აშშ-ის დელეგაციის წევრებთან შეხვედრებს გამართავს.

ამის შესახებ Reuters ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა, რუსტემ უმეროვმა, გუშინ განაცხადა, რომ აშშ-ის ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებები რუსეთთან ომის დასრულების თაობაზე ამ კვირაში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე (WEF) გაგრძელდება.

ცნობილია, რომ ტრამპი, დელეგაციასთან ერთად, წლევანდელ ყოველწლიურ შეხვედრას პირადად დაესწრება.


ცნობისთვის, დმიტრიევი აშშ-ში დეკემბერში იმყოფებოდა და ორი დღის განმავლობაში აწარმოებდა მოლაპარაკებებს ტრამპის წარმომადგენლ, სტივ უიტკოფსა და ტრამპის სიძეს, ჯარედ კუშნერთან.


close დახურვა