logo
ENG



Reuters: ტრამპი რუსეთისთვის სანქციებს დაწესებაზე ხელს მოაწერს თუ 1 პირობა დაკმაყოფილდება

18 ნოე 202512:02
3 წუთის საკითხავი
 
2025/11/18/dsc5rg5e0jwosvy.jpg

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზადაა, ხელი მოაწეროს რუსეთისთვის სანქციების დაწესების კანონს, თუკი ის შეინარჩუნებს ამ ზომების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილებას.

ამის შესახებ Reuters თეთრი სახლის მაღალი რანგის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს.

"თეთრი სახლისა და პრეზიდენტისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ სანქციების პაკეტში იყოს ისეთი ჩანაწერი, რომელიც უზრუნველყოფს პრეზიდენტის მიერ სანქციებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილების შენარჩუნებას. ამიტომ, სანამ ეს ჩართული იქნება [კანონპროექტში], ვფიქრობ, პრეზიდენტი განიხილავს კანონზე ხელმოწერას", - აცხადებს წყარო.

ცნობისთვის, ტრამპმა 16 ნოემბერს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ წინააღმდეგი არაფერი აქვს იმისა, რომ რესპუბლიკელებმა იმუშაონ კანონპროექტზე, რომელიც სანქციებს დაუწესებს იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსეთთან საქმიან ურთიერთობებს აწარმოებენ.


close დახურვა