Reuters ავრცელებს კადრებს, რომ ევროპაში, მათი ინფორმაციით, "სათბურის ეფექტის" ერთერთი მთავარი გამომწვევი მეთანი სხვადასხვა გაზის ინფრასტრუქტურიდან ჟონავს.
მეთანი თვალით უხილავი ნივთიერებაა, ამიტომაც მისი დაფიქსირება მხოლოდ სპეციალური ტექნიკითაა შესაძლებელი.
სწორედ პროფესიონალურად აღჭურვილი კამერით გადაღებულ კადრებს აწვდის ორგანიზაცია Clean Air Task Force Reuters-ს. მათზე დაყრდნობით ამბობს მედიასაშუალება, რომ 123 სხვადასხვა დაწესებულებიდან ავსტრიაში, ჩეხეთში, გერმანიაში, უნგრეთში, იტალიაში, პოლონეთსა და რუმინეთში მეთანი ჟონავს.
მეთანი კლიმატის ცვლილების ყველაზე დიდი გამომწვევია კარბონის დიოქსიდის (CO2) შემდეგ. ამავდროულად, მეთანი ნახშირორჟანგზე 80-ჯერ უფრო საშიშია ჰაერში მოხვედრიდან პირველი ოცი წლის განმავლობაში.
ამ ეტაპზე ევროკავშირი არ არეგულირებს მეთანის გამოყოფას ენერგოსექტორში, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიები, რომელთა საწარმოებიდანაც გაზი ჟონავს, კანონს არ არღვევენ. თუმცა ევროპაში უკვე აქტიურად მუშაობენ კანონებზე, რომლებიც დაავალდებულებს კომპანიებს, აწარმოონ გამოყოფილი მეთანის მონიტორინგი და, ამავდროულად, იზრუნონ გამოჟონვის პრობლემაზეც.