Reuters ევროპული დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ირანი რუსეთს ასობით ბალისტიკურ რაკეტას გადასცემს.
გამოცემის ცნობით, Fath-360-ისა დ Abibal-ის ტიპის ბალისტიკური სარაკეტო სისტემების მიწოდების შესახებ რუსეთის წარმომადგენლები თეირანს 2023 წლის დეკემბერში შეუთანხმდნენ.
Fath-360-ის სისტემა 120 კმ მანძილზე მოქმედ რაკეტებს უშვებს.
ევროპული დაზვერვის წყაროების განცხადებით, ათობით რუსი სამხედრო მოსამსახურე ირანში ბალისტიკური რაკეტების სისტემების გამოყენებას სწავლობს.