ისრაელი ირანში აშშ-ის შესაძლო ჩარევისთვის მზადყოფნაშია. ინფორმაციას Reuters ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის თანახმად, წყაროები არ აკონკრეტებენ, თუ რას ნიშნავს ისრაელის მაღალი მზადყოფნის მდგომარეობა პრაქტიკაში.
ერთ-ერთი ისრაელელი წყაროს ცნობით, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ტელეფონით ისაუბრეს და აშშ-ის ირანში ჩარევის შესაძლებლობა განიხილეს.
სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია ამერიკელმა ოფიციალურმა პირმაც დაადასტურა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა საკითხები განიხილეს მხარეებმა. ერთ-ერთი ისრაელელი წყაროს ცნობით, შაბათს ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომელშიც აშშ-ის ირანში ჩარევის შესაძლებლობა განიხილეს.
სატელეფონი საუბარს Reuters-ს უდასტურებს ამერიკელი ოფიციალური პირიც, თუმცა არ აკონკრეტებს, რა თემაზე ისაუბრეს რუბიომ და ნეთანიაჰუმ. პარასკევს Economist-თან ინტერვიუში ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადამ რომ თუ ირანი ისრაელს თავს დაესხმება, ამას საშინელი შედეგები მოჰყვება.
ირანის დედაქალაქ თეირანსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები მზარდი ინფლაციისა და ეროვნული ვალუტის კოლაფსის ფონზე დაიწყო. მოგვიანებით გამოსვლები გადაიქცა მოძრაობად, რომელიც უკვე ქვეყნის მმართველი ისლამური ხელისუფლების ლეგიტიმურობას აყენებს ეჭვქვეშ.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 9 იანვარს მორიგი გაფრთხილება გაუგზავნა ირანის ხელისუფლებას. 10 იანვარს მან სოციალურ ქსელში დაწერა:
"ირანი თავისუფლებას ეძებს, შესაძლოა, ისე როგორც არასდროს აქამდე. აშშ მზად არის დახმარებისთვის!".
