logo
ENG



Reuters: იტალიამ ორი რუსი ოლიგარქის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება გაყინა

03 ოქტ 202223:56
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/04/555c6v6nmr376w5.png

იტალიამ ორ რუს ოლიგარქს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება ჩამოართვა. ინფორმაციას Reuters წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, იტალიის პოლიციამ როსნეფტის ყოფილ ხელმძღვანელ ედუარდ ხუდაინატოვს ვილა ალტაჩიარა, სასახლე პარკით პორტოფინოში და ქონება და მანქანა რომში დაუყადაღა.

ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, ხუდაინატოვი ევროკავშირის სანქცრებულთა სიაში რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მოხვდა და მისი ქონება დაახლოებით 57 მილიონ ევროდაა შეფასებული.

გარდა ამისა, Reuters-ის ცნობით, პოლიციამ ქალაქ სირმოინეში კერძო საინვესტიციო ჯგუფის ესნეს თავმჯდომარის გრიგორი ბერეზკინის ქონება გაყინა. მისი ღირებულება 15 მილიონ ევროზე მეტს შეადგენდა.

გამოცემა წერს, რომ იტალიამ მარტსა და აპრილში რუს ოლიგარქებს 900 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების ვილები და იახტები ჩამოართვა.

Guardia di Finanza-ს განახლებული ოფიციალური სიის მიხედვით, რუსი ოლიგარქებისთვის დღემდე იტალიაში ჩამორთმეული აქტივების მთლიანი ღირებულება 1,7 მილიარდ ევროზე მეტია.


close დახურვა